„მასწავლებლის ანაზღაურება არასდროს ყოფილა ისეთი პრიორიტეტული როგორიც დღეს არის“
23-07-2022
მასწავლებლის ანაზღაურება, სკოლებში ინფრასტრუქტურული პირობების გამოსწორება არასდროს ყოფილა სისტემაში ისეთი პრიორიტეტული როგორიც დღეს არის - ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ სატელვიზიო ეთერში საბრისას განაცხადა და ყურადღება პედაგოგთა დანამატებზე გაამახვილა. 

„მასწავლებლის ანაზღაურება, სკოლებში ინფრასტრუქტურული პირობების გამოსწორება არასდროს ყოფილა სისტემაში ისეთი პრიორიტეტული როგორიც დღეს არის.მაგალითისთვის გეტყვით რომ მენტორი მასწავლებელი, მხოლოდ მენტორის სტატუსისთვის 1320 ლარის დანამატს იღებს, 1150 ლარს იღებს წამყვანის სტატუსის პედაგოგი, 600 ლარამდე იღებს უფროსი მასწავლებელი. საათების ანაზღაურება კიდევ ცალკეა. ჩვენი პედაგოგები, რომლებიც ასწავლიან ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებს რეგიონებში, მაღალმთიანის რაიონში 100 ლარიანი დანამატი კიდევ აქვთ", - აღნიშნავს ბერიკა შუკაკიძე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203