მასწავლებელთა გამოცდების ძირითადი ნაწილი თითქმის დასრულებულია, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდებზე დარეგისტრირებულთა რაოდენობა საკმაოდ მაღალი იყო 35 ათასამდე, ტესტზე არ მისული აპლიკანტების რაოდენობაც მაღალი იყო. პედაგოგების ნაწილმა რეგისტრაციის მიუხედვად გამოცდაზე გასვლა გადაიფიქრა და ამის არაერთი მიზეზია, ზოგმა პროტესტის ნიშნად თქვა უარი, ზოგმა საჭიროდ აღრა მიიჩნია გამოსვლაზე გასვლა, ზოგმაც კი უბრალოდ სუბიექტური მიზეზის გამო დაიგვიანა... გვინდა ერთ-ერთი პედაგოგის პოზიცია გაგაცნოთ, რომელიც თვლის, რომ გამოცდები აუცილებელია, თუმცა არა ამ ფორმით.
მათემატიკის საგნის გამოცდაზე გასული პედაგოგი, ამბობს, რომ ტესტში იყო საკითხები, რომელსაც 45 წლის წინ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში იყენებდა, 34 წელია პედაგოგია და აქამდე მსგავსი საკითხი სკოლაში არ დასჭირვებია, -„რა უფრო მნიშვნელოვანია, ჩემი უმაღლესი მათემატიკის ცოდნა თუ როგორ საფუძველს ვაძლევ ბავშვს ამ უმაღლესი მათემატიკის შესასწავლად?!"
„სიმართლე გითხრათ ერთი დღე ვიღელვე...შემდეგ კი საკუთარ თავს ვუთხარი რომ, ხომ უნდა შეცვალო რაღაც? თუნდაც ინტერესის გამო, რა არის ეს გამოცდა და გავედი გუშინ მათემატიკის გამოცდაზე. 175-ე მუხიანის სკოლა. ძალიან კარგი გარემო, კარგი დამოკიდებულება, ჩემ სექტორში პირველი მივედი. გავიცანი უცხო ადამიანები, ვისაუბრეთ. დამსწრეები საუკეთესო ორი ქალბატონი და ყველანაირი სტრესი მოიხსნა. 15 მასწავლებლიდან 8 არ გამოცხადდა. ყველა წესის დაცვით დაიწყო 4 საათიანი წერა. ტესტი არ იყო მარტივი ნამდვილად მაგრამ ცდად ღირდა. ზოგადად მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება ამ გამოცდების მიმართ. ვთვლი რომ ეს ყველაფერი არ არის სწორად გათვლილი და გაწერილი და რატომ, ახლა ავხსნი. ყველა ერთხმად ვაღიარებთ რომ არიან ადამიანები რომლებიც მათემატიკას ფლობენ უმაღლეს დონეზე მაგრამ გაკვეთილზე მათი შესვლა, როგორც მასწავლებელის დაუშვებელია. ან პირიქით, შეიძლება ტესტი ვერ დაწეროს 100% -ზე მაგრამ როგორც მასწავლებელი არის საუკეთესო. ეს პროფესიული უნარი ან გაქვს და ან არ გაქვს... ამიტომ მასწავლებლები უნდა დაატრენინგონ მეთოდოლოგიაში. დაესწრონ მათ მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს. აწარმოონ მონიტორინგი და ისე უნდა შეაფასონ.
ტესტში იყო საკითხები, რომელსაც მე 45 წლის წინ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ვიყენებდი. მას შემდეგ მუდმივად ვარ 6-7-8 კლასის მასწავლებელი და უმეტესობა იქ მოცემული ამოცანა თუ სავარჯიშო არ ისწავლება სკოლაში... რისი მომცემია ეს? რა უფრო მნიშვნელოვანია? ჩემი უმაღლესი მათემატიკის ცოდნა თუ მე როგორ საფუძველს ვაძლევ ბავშვს ამ უმაღლესი მათემატიკის შესასწავლად?... მოკლედ გადასახედი და დასალაგებელია კომპეტენტური ადამიანების მიერ ეს ყველაფერი. 32 წელია მასწავლებელი ვარ. აქედან 22 წელია კერძო საერთაშორისო სკოლაში ვასწავლი და არაფერია ეს გამოცდა იმ სერტიფიკატებთან, რაც ამ 22 წლის განმავლობაში მიმიღია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. მაშინ ვსვამ კითხვას, რისი მომცემია ეს გამოცდა?...სწორად გამიგეთ... გამოცდა აუცილებელია, მაგრამ არა ამ სახით. მოვიყვან მაგალითს ერთი ამერიკული სკოლიდან, მაგალითად მე-6 კლასის მასწავლებელი მე-9 კლასის სავარჯიშოებს ვერ ხსნის მაგრამ ის თავის ზონაში პროფესიონალია. და ქვეყანაც არის სუპერ სახელმწიფო.
ჩვენ ყველამ ყველაფერი ვიცით და საბოლოოდ არ ვიცით. სად არის დამარხული ძაღლის თავი?! 2005 წლიდან 2011 წლამდე ვიყავი ტრენერი და მთელ საქართველოში დავდიოდი. სად აღარ ჩავატარე ტრენინგი სწორად საგაკვეთილო პროცესის დანერგვაზე. დღემდე მაქვს ზოგიერთთან ურთიერთობა. აი, ზუსტად ის საქმე უნდა დაიხვეწოს და გაგრძელდეს. სხვანაირად ჩვენ ვერ შევძლებთ მოსწავლეებისთვის განათლების მიღებას. ისევ იქნება 30 ბავშვი გაკვეთილზე და ისწავლის მხოლოდ ხუთი... მათემატიკა უნდა ისწავლო იმიტომ რომ ეს საგანი დაგეხმაროს და გამოიყენო რეალურ სამყაროში", - გვწერს პედაგოგი.