მასწავლებელთა გამოცდებზე დღეს 20% არ მივიდა - გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისა და პედაგოგებისთვის ინფორმაციას ავრცელებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 22 ივლისის საგამოცდო სტატისტიკას აქვეყნებს და აცხადებს, რომ გამოცდებზე დღეს აბიტურიენტთა 17% არ გამოცხადებულა, ხოლო მასწავლებელთა გამოცდებზე თითქმის 20% არ მივიდა.
„22 ივლისს აბიტურიენტებმა სამოქალაქო განათლების გამოცდა ჩააბარეს, რითაც ერთიანი ეროვნული გამოცდების ძირითადი სესიები დასრულდა.
დამატებითი სესიები კოვიდინფიცირებული გამოსაცდელებისათვის ეტაპობრივად ჩატარდება.
გამოცხადდა დარეგისტრირებულთა 83%-ზე მეტი აბიტურიენტი. არ ყოფილა დაგვიანების არც ერთი შემთხვევა.
დღეს მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები უცხოური ენების, ქართულის როგორც მეორე ენისა და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოცდებს აბარებდნენ. გამოცხადდა 80%-ზე მეტი აპლიკანტი. არ ყოფილა დაგვიანების შემთხვევა!
გამოცდები 24 ივლისს მასწავლებლის საგნის გამოცდით გაგრძელდება. 26 და 27 ივლისს კი საერთო სამაგისტრო გამოცდა ჩატარდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას“, - აღნიშნულია განცახდებაში.