პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პოეტი მასწავლებლის ლექსები წაიკითხეს
28-03-2018
პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პოეტი მასწავლებლის რეზო თებიძის წიგნის - „სიყვარულით“ პრეზენტაციაზე პოეტის ლექსები წაიკითხეს. 

ქედის საჯარო ბიბლიოთეკაში კულტურის ცენტრის ორგანიზებით რეზო თებიძის წიგნის პრეზენტაცია ჩატარდა.

პრეზენტაციის ფარგლებში გაიმართა პოეზიის საღამო. პოეტის ლექსები სკოლის აღსაზრდელებმა და თავად პოეტმა წაიკითეს.

წიგნში - „სიყვარულით“  300-მდე ლექსია თავმოყრილი, რომელიც პატრიოტიზმის, სიყვარულის ჰუმანიზმისა და სხვა მრავალფეროვან თემატიკას მოიცავს.

ეს უკვე მწერლის მეექვსე წიგნია. პოეტი რეზო თებიძე ამჟამად პირველი მაისის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის სერტიფიცირებული პედაგოგია. პოეტი 2016 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის წევრია.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203