საყვარელი საქმიანობა ზამთრის არდადეგებზე; სპორტის რომელი სახეობის ყურება გიყვართ ყველაზე მეტად? - უცხოური ენის გამოცდაზე მასწავლებლებმა ამ საკითხებზე
25-07-2022

დღეს, მასწავლებლებმა და მასწავლებლობის მსურველებმა უცხოური ენის გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ჩააბარეს. ამით გამოცდების ძირითადი ნაწილი დასრულდა და ახლა დამატებითი საგამოცდო სესიები დარჩა, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეტაპობრივად გამოაქვეყნებს.

რა საკითხები შეხვდათ გამოცდაზე აპლიკანტებს და როგორ აფასებენ ტესტებს - აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge-სთან დეტალურად საუბრობენ:

„ინგლისურის მეორე გამოცდა speaking 3 ნაწილად იყო დაყოფილი. 2 კითხვაზე უნდა გაგეცა პასუხი და თითოეულზე 10 წამი გქონდა მოსაფიქრებლად და 30 წამი სალაპარაკოდ. პირველი კითხვა იყო რა არის შენი საყვარელი საქმიანობა ზამთრის არდადეგებზე, მეორე კითხვა იყო რა მოგწონს ყველაზე მეტად შენს პროფესიაში. მეორე ნაწილი სიტუაციის აღწერა იყო, 2 წუთი გქონდა სალაპარაკოდ და 1 წუთი მოსაფიქრებლად და შემდეგ საკითხს ეხებოდა - აღწერე შენი ყველაზე დიდი წარმატება და რატომ ფიქრობ ასე, რაში დაგეხმარება და დამატებით რამის თქმა თუ გინდა თქვიო. მესამე იყო 2 სიტუაცია და შენი აზრი უნდა გამოგეთქვა. პირველი სიტუაციის მიხედვით, უნდა წარმოგედგინა, რომ შენს შვილს სკოლაში პრობლემები ჰქონდა,ბულინგის სიტუაცია იყო, რის გამოც სურდა სხვა სკოლაში გადასვლა და გეთქვა რას ურჩევდი. მეორე სამწუხაროდ არ მახსოვს“;

„მარტივი იყო, ხარვეზებიც არ ყოფილა. დღეს ერთ-ერთი საკითხი იყო რას ჩათვლი შენს ყველაზე დიდ მიღწევად და რატომ თვლი? კიდევ იყო, რომელი სპორტის ყურება გიყვარს ყველაზე მეტად? სულ სამი ნაწილისგან შედგებოდა და თითო ნაწილში 2 კითხვა იყო. საკმაოდ კმაყოფილი ვარ ორივე ნაწილით წერითიც და ზეპირითაც. ცოტა ემოციურია ეს ყველაფერი და ახლაც ემოციებში ვარ. რთული არაფერია და ვფიქრობ, დროც სწორად არის გადანაწილებული“;

„ქართული როგორც მეორე ენის პედაგოგი ვარ და დღეს ჩავაბარეთ ზეპირი. შეკითხვა იყო პედაგოგის გეგმის შესახებ და ასევე , რჩევა კოლეგას როგორ ატარებს გაკვეთილს. კითხვები იყო ეკრანზე და პასუხები დროულად უნდა მოგვეფიქრებინა. მე მეყო დრო და საკმარისი იყო ჩემთვის… ორივე ნაწილით კმაყოფილი ვარ“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203