დაუბრუნდებათ თუ არა გამოცდისთვის გადახდილი თანხა იმ პედაგოგებს, რომლებმაც ტესტი არ დაწერეს - განმარტება
25-07-2022

მასწავლებელთა საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ძირითადი ნაწილი დასრულდა, ახლა გამოცდები იმ აპლიკანტებისთვის შეიძლება დაინიშნოს, რომლებმაც ტესტი COVIS-19-ის დადასტურების გამო ვერ დაწერეს. თუმცა აღსანიშნავია, რომ თითოეულ გამოცდაზე დიდი იყო იმ აპლიკანტების რაოდენობა, რომლებიც ტესტის დასაწერად არ მისულან საგამოცდო ცენტრში.

იქიდან გამომდინარე რომ etaloni.ge - ს არაერთმა პედაგოგმა მიმართა კითხვით, შეძლებენ თუ არა ისინი იმ თანხის (50 ლარი) დაბრუნებას რომელიც რეგისტრაციისთვის გადაიხადეს, გადავწყვიტეთ განმარტებისთვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის მიგვემართა.

როგორც საგამოცდო ცენტრში აცხადებენ, თანხის დასაბრუნებლად გამოცდების დაწყებამდე გამოცხადებული იყო ვადა, რომლის დროსაც ნებისმიერ პირს შეეძლო განაცხადი დაეწერა და რეგისტრაციაში გადახდილი თანხა უკან დაებრუნებინა. ეს ვადა გასულია, ამიტომ პედაგოგები, რომლებიც გამოცდაზე არ გავიდნენ და  განცხადება არ ჰქონდათ დაწერილი თანხა უკან არ დაუბრუნდებათ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203