შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, 26 ივლისიდან გამოცდებში მაგისტრანტობის მსურველები ჩაერთვებიან.
ტესტირება ორი დღის განმავლობაში ჩატარდება. პირველ დღეს ჩატარდება გამოცდა წაკითხულის გააზრებისა და ანალიტიკური წერის ნაწილებში, მეორე დღეს კი – ლოგიკურ და რაოდენობრივ მსჯელობაში. გამოცდის ხანგრძლივობაა 2 საათი და 25 წუთი.
მაგისტრანტობის კანდიდატმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი და საგამოცდო ბარათი. სურვილის შემთხვევაში - პირბადე და წყალი პლასტმასის ბოთლით.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს ყველა მონაწილეს, რომ არ დაიგვიანონ და გამოცდაზე ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას გამოცხადდნენ.