3,2,1 სწავლების სტრატეგიებს შორის ერთ-ერთი ეფექტურია. ის მოსწავლეებს „აიძულებს“, ყურადღებით მოისმინონ ახსნილი მასალა, იყვნენ მეტად კონცენტრირებულები და გაიაზრონ მოსმენილი.
რა უპირატესობები აქვს სტრატეგიას 3. 2. 1?
როდის და როგორ უნდა გამოვიყენოთ მეთოდი?
3,2,1 სტრატეგიის გამოყენება შესაძლებელია ყოველთვის, როდესაც პედაგოგს სურს, მოსწავლეები დააფიქროს, თუ რა არის შესწავლილ მასალაში მნიშვნელოვანი. მეთოდის მიმდინარეობა ასეთია. მაგალითად, ტექსტის წაკითხვის შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, რომ მოკლედ ჩამოწერონ:
დავალება მასწავლებელმა მოსწავლეებს დასახული მიზნის შესაბამისად უნდა მისცეს, შესაბამისად, პირობის შეცვლა შესაძლებელია და ის პედაგოგმა გაკვეთილის თემას თავად უნდა მოარგოს (მაგ.: 3 რამ რაც ტექსტიდან დაგამახსოვრდა, 2 რამ, რაც ძალიან მოგეწონა, 1 რამ, რასაც შეცვლიდი).