თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლემ ქართულ ჭიდაობაში საპრიზო ადგილი დაიკავა
28-03-2018
თელავის N5 საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლემ გიორგი ნონიკაშვილმა ქართული ჭიდაობის საქართველოს ზონალურ პირველობაში მესამე ადგილი დაიკავა. საქართველოს ზონალური პირველობა ქართულ ჭიდაობაში ლაგოდეხში გაიმართა.
შეჯიბრი 2004-2005 წ.წ. დაბადებულ ჭაბუკთა შორის ჩატარდა.
სკოლის აღსაზრდელი 35კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
სკოლა ულოცავს გამარჯვებულ მოსწავლეს და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს.