ძირკვაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინდოეთის გეოგრაფია შეისწავლეს
29-03-2018
ძირკვაძეების  საჯარო სკოლაში სტანდარტული გაკვეთილები აქტიურად გრძელდება.

სკოლის პედაგოგმა ოთარ აბულაძემ X კლასში გეოგრაფიის გაკვეთილი ჩაატარა. 
 
გაკვეთილის თემა იყო ინდოეთის რესპუბლიკა. 
 
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მასწავლებელმა კლასში პოზიტიური გარემო შექმნა. გაკვეთილი საინტერესო, მრავალფეროვანი და ხალისიანი აქტივობებით იყო დატვირთული, მოსწავლეებიც აქტიურად იყვნენ ჩაბმული საგაკვეთილო პროცესში და მონდომებით ასრულებდნენ მიცემულ დავალებას.   
 
გაკვეთილზე შეფასების მიზნით ესწრებოდა სკოლის შიდა შეფასების ჯგუფის ყველა წევრი. 
 
სკოლის ადმინისტრაცია, ოთარ აბულაძეს კარგი გაკვეთილის ჩატარებისთვის მადლობას უხდის და მასწავლებელს და მოსწავლეებს წარმატებას უსურვებს.  

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203