ქუთაისის N33 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ელექტრონულ ტურნირში წარმატებით იასპარეზეს
29-03-2018
ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში ელექტრონული ტურნირი - „მეცნიერების თასი-2018“ გაიმართა. კონკურსში სკოლის მე-11ა და მე-11ბ კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მე-11ა კლასის გუნდმა - „პატრონუსი“ და მე-11ბ კლასის გუნდმა - „ფრუქტოზა“ ტურნირში წარმატებით იასპარეზეს.
ორივე გუნდი გადავიდა მეოთხედფინალში, სადაც საქართველოს მასშტაბით კონკურსი 64 გუნდს შორის მიმდინარეობდა.
სკოლა ულოცავს გუნდებს და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს.
ტურნირი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი –საქართველოს ინიციატივით ტარდება.