საგამოცდო ტესტებთან დაკავშირებით „ნაეკი“ განმარტებას აკეთებს და დეტალურ ინფორმაციას სთავაზობს აპლიკანტებს
26-07-2022
26 ივლისიდან 2022 წლის გამოცდებში მაგისტრანტობის მსურველები ჩაერთვნენ.დარეგისტრირებულებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 81%-ზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი. დაიგვიანა ოთხმა აპლიკანტმა - აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
ცენტრის განცხადებით, ტესტირება ორი დღის განმავლობაში ტარდება. პირველ დღეს - წაკითხულის გააზრებისა და ანალიტიკური წერის ნაწილებში, მეორე დღეს კი – ლოგიკურ და რაოდენობრივ მსჯელობაში. გამოცდის ხანგრძლივობაა 2 საათი და 25 წუთი.

საგამოცდო ტესტი შედგება ოთხი ნაწილისაგან და ნებისმიერ სამ ნაწილში ბარიერის გადალახვის შემთხვევაში გამოსაცდელს საერთო სამაგისტრო გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაეთვლება. დეტალური ინფორმაცია მითითებულია გზამკვლევში, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს ყველა მონაწილეს, რომ არ დაიგვიანონ და გამოცდაზე ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას გამოცხადდნენ.

მაგისტრანტობის კანდიდატმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი და საგამოცდო ბარათი. სურვილის შემთხვევაში - პირბადე და წყალი პლასტმასის ბოთლით. 27 ივლისს, საერთო სამაგისტრო გამოცდით 2022 წლის საგამოცდო პროცესის ძირითადი სესიები დასრულდება.

გასული წლის მსგავსად, წელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შესაძლებლობას აძლევს გამოსაცდელებს, რომლებსაც ოფიციალურად დაუდასტურდებათ კოვიდ-19, საგანგებოდ ორგანიზებულ დამატებით სესიაზე ჩააბარონ შესაბამისი საგანი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203