„დირექტორები ყურადღებით უნდა იყვნენ“ - განათლების სამინისტრო 
27-07-2022
როდის ჩატარდება სკოლის დირექტორთა სასერტიფიკაციო გამოცდები კვლავაც უცნობია. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განმარტავენ რომ დეტალები უწყების ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდება, თუმცა ადასტურებენ, რომ როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ განაცხადა, გამოცდა ნამდვილად წელს ჩატარდება. 

„დირექტორების კონკურსი როდისთვის იქნება ჯერ არ ვიცით. აღნიშნულზე ყველა ინფორმაცია directors.mes.gov.ge და ასევე, ჩვენი სამინისტროს ვებ გვერდზე დაიდება, ამიტომ დირექტორები ყურადღებით უნდა იყვნენ. წელს გამოცდები ჩატარდება, თუმცა როდის, ჯერ არ ვიცით“.

შეგახსენებთ, დირექტორთა გამოცდა 2020 წლის 6-7 მარტს უნდა ჩატარებულიყო. გამოცდაზე ჯამში 2244 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული თუმცა პანდემიის გამო მისი ჩატარება გადაიდო. აღსანიშნავია, ისიც რომ გამოცდაზე გასვლის საფასური 50 ლარი იყო, რომელიც დარეგისტრირებულ აპლიკანტებს არ დაბრუნებიათ.



ასევე იხილეთ:

ჩატარდება სკოლის დირექტორების არჩევნები - ბერიკა შუკაკიძე სერტიფიცირებაზეც ალაპარაკდა
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203