მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ბიოლოგიის, გეოგრაფიის და ბუნებისმეტყველების მასწავლებლებს, 29 ივლისს 17:00 საათზე იწვევს ვებინარზე - „ბიომრავალფეროვნება 2022“
ვებინარის თემა: ბიომრავალფეროვნების არსი, მნიშვნელობა და პრობლემები, როგორც საქართველოში, ისე გლობალურ დონეზე.
განხილული და გაანალიზებული იქნება ბიომრავალფეროვნების შემცირების გამომწვევი ძირითადი მიზეზები და მოსალოდნელი შედეგები.
მსჯელობა შეეხება რესურსებსა და მეთოდებს, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია ბიომრავალფეროვნების სწავლება სკოლაში, როგორც დაწყებით, ასევე საბაზო-საშუალო საფეხურზე.
ვებინარს გაუძღვებიან - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი, სახეობათა კონსერვაციის ცენტრის (NACRES) გამგეობის წევრი კახა არცივაძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ბიოლოგიის ექსპერტ-კონსულტანტი მაია ზიბზიბაძე და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ბუნებისმეტყველების ექსპერტ-კონსულტანტი რუსუდან თედორაძე.
შეხვედრაზე დასასწრებად გადადით ბმულზე