„წერილი დედას“ - მახათაურის საჯარო სკოლის მოსწავლემ კონკურსში გაიმარჯვა
29-03-2018

ირაკლი ბაზაძის სახელობის მახათაურის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლემ გიორგი აბესაძემ კონკურსში - „წერილი დედას“ პირველი ადგილი დაიკავა.

გიორგის მასწავლებელი ქეთევან ნადირაძეა.

კონკურსი საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებამ დედის დღესთან დაკავშირებით ჩაატარა.

კონკურსი მიზნად ისახავდა განსაკუთრებული წერის ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების გამოვლენას. 

კონკურსის ფინალური ტური საჩხერის კინოს დარბაზში გაიმართა, სადაც მონაწილეებმა საკუთარი წერილები წაიკითხეს.

კონკურსის ჟიურის მიერ გამოვლინილი 3 გამარჯვებული სპეციალური საჩუქრებით დაჯილდოვდა.

პირველი ადგილის მფლობელი ორგანიზატორმა დედასთან ერთად პროფესიონალი ფოტოგრაფის ფოტოსტუდიაში ფოტოსესიით, სპეციალური სერთიფიკატით და სამახსოვრო წიგნით დაასაჩუქრა.

კონკურსში – „წერილი დედას" საჩხერის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის 10–დან 18 წლამდე ასაკის 30 მოსწავლე მონაწილეობდა. 

სკოლის ადმინისტრაცია გიორგის გამარჯვებას ულოცავს და წარმატებას უსურვებს. 

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203