განათლებისა და მენიციენერების სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 28-29 ივლისს იმართება ზოგადი განათლების რეფორმის შემაჯამებელი ეროვნული კონფერენცია, რომელიც ეხება სკოლებში 2021-2022 სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესს.
სასკოლო საზოგადოების მიერ წარმოდგენილი საკონფერენციო მოხსენებების სახით შეჯამდება ზოგადი განათლების რეფორმით გათვალისწინებული ყველა პრიორიტეტული მიმართულება. კონფერენცია გაიმართება ონლაინ რეჟიმში.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით 68 საგანმანათლებლო რესურსცენტრის ბაზაზე ა.წ. ივნისის თვეში გაიმართა რეგიონული კონფერენციები, სადაც მონაწილეობა მიიღეს სასკოლო საზოგადოების წევრებმა. ღონისძიებაზე პედაგოგებმა და სკოლის დირექციებმა გააზიარეს საგაკვეთილო სივრცეში მიღებული საუკეთესო გამოცდილება.
სწორედ რეგიონულ კონფერენციებზე შერჩეული საუკეთესო ნაშრომები იქნება წარმოდგენილი ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ ეროვნულ კონფერენციაზე.