3 უნარი, რომელსაც რეფლექსია ავითარებს - როდის გამოიყენება თვითშეფასება მოსწავლეებში და რაში გვეხმარება ის?
28-07-2022

რეფლექსია ადამიანის მიერ საკუთარი პიროვნების (ღირებულებების, ინტერესების, ემოციების, საქციელის) ცოდნისა და მდგომარეობის გაცნობიერებაა და მას სასწავლო პროცესში დიდი როლი აკისრია.

არსებობს ინდივიდუალური და ჯგუფური რეფლექსიის სახეები:

ინდივიდუალური რეფლექსიის დროს მოსწავლეს რეალურად შეუძლია თავისი სამუშაოს შეფასება, ეს არის საუბარი მოსწავლესთან თვითშეფასების შედეგებზე.

ჯგუფური რეფლექსიის დროს - ჯგუფის ყველა წევრი აქცენტს სვამს მაქსიმალურ შედეგზე, მაგალითად: შეეძლოთ თუ არა მეტის გაკეთება, რა შემთხვევაში მიაღწევდნენ უკეთეს შედეგს, შეძლებდნენ თუ არა მიზნის მიღწევას, რომელიმე წევრი მათთან თუ არ იქნებოდა და ა.შ.

როდის ვიყენებთ რეფლექსიას?

რეფლექსია მიმართულია უკვე განვლილის შემეცნებასა და გააზრებაზე, ამიტომ ის გაკვეთილის ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება გამოვიყენოთ. 

რეფლექსია შეიძლება იყოს ზეპირი და წერილობითი ფორმის.

ზეპირია რეფლექსია, როდესაც პრობლემას მოსწავლეები საუბრის დროს განიხილავენ და წყვეტენ. თუმცა, როგორც ფსიქოლოგები და პედაგოგები აღნიშნავენ, პიროვნების განვითარებისთვის ზეპირზე მნიშვნელოვანია წერილობითი რეფლექსია. შეგვიძლია გამოვყოთ წერილობითი რეფლექსიის რამდენიმე ფორმა, მაგალითად: ესე, სხვადასხვა სახის დღიური, წერილობითი ინტერვიუ, პორტფოლიოს სხვადასხვა ვარიანტი, რომელიც მოსწავლის ნაშრომების კრებული იქნება.

რისთვისაა საჭირო რეფლექსია?

რეფლექსია  მოსწავლეებს მიღებული შედეგების ფორმულირებაში, შემდეგომი საქმიანობის მიზნების განსაზღვრაში, საკუთარი საგანმანათლებლო გზის კორექტირებაში ეხმარება. რაც შეეხება მის დადებით გავლენას პიროვნებაზე, რეფლექსია ადამიანის სამი უმთავრესი თვისების - დამოუკიდებლობის, პასუხისმგებლობის და კონკურენტუნარიანობის განვითარებას უწყობს ხელს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203