სამსახურში შევიწროვების მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერ სფეროში დასაქმებული ადამიანი გახდეს. მათ შორის, რა თქმა უნდა, პედაგოგებიც არიან.
შევიწროვების ძირითადი ტიპები სიტყვიერი და ფსიქოლოგიურია, თუმცა არსებობს უფრო სერიოზული ფორმებიც, როგორიცაა ფიზიკური და სექსუალური. სამუშაო ადგილზე ყველა სახის შევიწროება უკანონოა. ის თანამშრომლის პროდუქტიულობაზე, კომფორტსა და უსაფრთხოებაზე აისახება. თუ საქმის კურსში ჩაყენების მიუხედავად დამსაქმებელი სათანადოდ არ მოქმედებს, დასაქმებულს შეუძლია ორგანიზაციას უჩივლოს და იურიდიული პასუხისმგებლობა დააკისროს.
შევიწროვება შესაძლოა რომელიმე ქვემოთჩამოთვლილ მიზეზთან იყოს დაკავშირებული:
როგორ ზემოთაა აღნიშნული, სამუშაო ადგილზე შევიწროვება შეიძლება სიტყვიერი, ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იყოს. ეს შეიძლება იყოს ერთჯერადი ინციდენტი, მაგრამ უფრო ხშირად მსგავსი ქცევა განმეორებადია და შესაძლოა, ონლაინაც გაგრძელდეს.
არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ჩამოაყალიბა, თუ რა შეიძლება აღიქმებოდეს სამსახურში შევიწროვებად.
სკოლაში მასწავლებლის შევიწროვების მაგალითები ძირითადად ასე გამოიყურება:
სამუშაო გარემოში შევიწროვების მსხვერპლი ორივე სქესის წარმომადგენლები ხდებიან. სინამდვილეში, მსგავსი ფაქტის წინაშე შეიძლება ნებისმიერი ადამიანი აღმოჩნდეს. მნიშვნელობა არც დასაქმებულის თანამდებობას აქვს. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ უფროსს სამსახურში დაქვემდებარებული პირი ავიწროვებდეს. ეს კი მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და პროდუქტიულობაზე ძალიან აისახება.
თუ ფიქრობთ, რომ სამსახურში შევიწროების მსხვერპლი ხართ, არ გაჩუმდეთ და სათანადოდ იმოქმედეთ. ინფორმაცია შესაბამის სამსახურებს შეატყობინეთ და საკუთარი უფლებები დაიცავით.