ხატვის კონკურსში ახმეტის N2 საჯარო სკოლის მეორეკლასელმა გაიმარჯვა
29-03-2018
ახმეტის N2 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლემ ილია დოინჯაშვილმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფულის თემაზე გამოცხადებულ ხატვის ღია კონკურსში ,,ეროვნული ბანკის მომავალი პრეზიდენტი“ გაიმარჯვა. 

კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ყვარელის ფულის მუზეუმში უმასპინძლა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული ხატვის ღია კონკურსის ფარგლებში კომპეტენტურმა ჟიურიმ 20 გამარჯვებული ნამუშევარი გამოავლინა. 


იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203