ორშაბათს მასწავლებელთა გამოცდაზე გამოყენებული ყველა ტესტი გამოქვეყნდება - ცნობილია, პირველადი ქულების გამოქვეყნების დროც
2022 წლის მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდები დასრულდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის ინფორმაციით, გამოცდებზე დარეგისტრირებულთაგან ჯამში 15% არ მისულა ტესტის დასაწერად.
მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდებზე 34 500-ზე მეტი იყო რეგისტრირებული, რომელთაგან გამოცხადდა 85%-მდე აპლიკანტი. აღსანიშნავია რომ ახლა აპლიკანტების შედეგებთან ერთად ტესტების გამოქვეყნებას ელოდებიან.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აცხადებს, მასწავლებელთა გამოცდებზე გამოქვეყნებული ყველა ტესტი ორშაბათს დაიდება საიტის ვებგვერდზე. რაც შეეხება შედეგებს - მათი გამოქეყნება აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაიწყება.
იხილეთ:
მასწავლებელთა პროფესიული უნარების ტესტები გამოქვეყნდა
მასწავლებელთა საგამოცდო ტესტები 5 საგანში გამოქვეყნდა