შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგების გამოქევეყნება დაიწყო.
„დღეს, პირველ აგვისტოს, 10:00 საათზე გამოქვეყნდება ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე ოსური ენის გამოცდების შედეგები.
შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის გამოსაცდელმა მობილური ტელეფონიდან (ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).
პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა.
ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის, ასევე ოსური ტესტის მაქსიმალური ქულაა 60. აბიტურიენტს ეს საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ქულათა გათანაბრების შემდეგ მისი ქულა გახდება ამ საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტი. მნიშვნელოვანია, რომ გათანაბრების შედეგად ზღვრის გადალახვის შანსს ინარჩუნებენ ის აბიტურიენტებიც, რომელთა პირველადი ქულა მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე ნაკლებია, მაგრამ მასთან ახლოსაა (იხ. ინფორმაცია გათანაბრების შესახებ).
შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა შედეგის გამოქვეყნების შემდეგ“ - აღნიშნულია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასი.