მინიმალური ზღვრის გადალახვის შანსს ყველა აბიტურიენტი ინარჩუნებს - ქართულის ტესტის შეფასების სქემა ცნობილია
იმ აბიტრიენტების საყურადღებოდ, რომლებმაც ქართული ენისა და ლიტერატურის ან ოსურის გამოცდაზე მინიმალური ქულა ვერ მიიღეს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას აქვეყნებს - აპლიკაკნტები, რომელთა პირველადი ქულა მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე ნაკლებია, მაგრამ მასთან ახლოსაა, გათანაბრების შედეგად, ზღვრის გადალახვის შანსს ინარჩუნებენქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის, ასევე ოსური ტესტის მაქსიმალური ქულაა 60. აბიტურიენტს ეს საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ქულათა გათანაბრების შემდეგ მისი ქულა გახდება ამ საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტი. მნიშვნელოვანია, რომ გათანაბრების შედეგად ზღვრის გადალახვის შანსს ინარჩუნებენ ის აბიტურიენტებიც, რომელთა პირველადი ქულა მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე ნაკლებია, მაგრამ მასთან ახლოსაა.
ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა
სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. განაცხადები მიიღება ელექტრონულად ვებგვერდზე: o
nline.naec.ge