სენაკის N1 საჯარო სკოლაში სამოდელო გაკვეთილები აქტიურად ტარდება
29-03-2018
სენაკის N1 საჯარო სკოლის VI კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნატო მორგოშიამ სამოდელო გაკვეთილი ჩაატარა. 

მასწავლებელმა პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი მოარგო VI კლასის სტანდარტს, შეარჩია მხატვრული ტექსტი „ხათაბალა“ (G-pried-ის მასალა), რომელიც იძლეოდა პრობლემის იდენტიფიცირების, მისი გადაჭრის ძიებისა და მიღებული გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენების საშუალებას. 

მოსწავლეებმა კოგნიტური სქემების საშუალებით სხვადასხვა პერსპექტივიდან განიხილეს პრობლემა. 

გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის შეფასების ჯგუფის წევრები: დირექტორი: ნინო გოგელიძე; მოადგილეები: მანანა დგებუაძე, რუსუდან მალანია; ფასილიტატორი- ნონა ჩიჩუა; კათედრის წარმომადგენელი ნაზი შენგელია.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203