სკოლებისთვის რეკომენდაციებს პარლამენტი შეიმუშავებს
07-08-2022

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა კახეთის რეგიონში გასვლითი სამუშაო ვიზიტი გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაასრულა.

გასვლითი ღონისძიების ფარგლებში დეპუტატები საგარეჯოს, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში შეხვდნენ სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს, განათლების მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს. გაეცნენ დაწესებულებების მიერ საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების პრაქტიკას და განათლების სექტორში არსებულ პრობლემებზე, გამოწვევებზე და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

„განათლების და მეცნიერების კომიტეტი ატარებს ორ მოკვლევას - „სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების ეფექტიანობის შეფასება" და „ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შეფასება“. ამ მიზნით, შევხვდით სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს. გავეცანით საგანმანათლებლო რესურსებს. ვიმსჯელეთ ყველა მნიშვნელოვან გამოწვევაზე. უახლოეს მომავალში შევიმუშავებთ შესაბამის რეკომენდაციებს, იმისთვის, რომ მოხდეს არსებული პრობლემების მოგვარება“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა:

„კახეთის რეგიონში ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა შევხვედროდით სკოლების დირექტორებს, მასწავლებლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. მათთან ერთად ვისაუბრეთ მნიშვნელოვან მიმდინარე პროექტებზე, საგანმანათლებლო რეფორმის პროცესზე და ასევე იმ გამოწვევებზე, რომლებიც ადგილზე არსებობს. მათ გაგვიზიარეს თავიანთი ხედვები“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203