ახმეტის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ოლიმპიადასა თუ კონფერენციაში აქტიურად მონაწილეობენ
29-03-2018
ახმეტის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე გარი ქინქლაძე ახმეტის N2 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეა. გარი სხვადასხვა ოლიმპიადასა და კონფერენციაში აქტიურად მონაწილეობს და ხშირად წარმატებებს აღწევს. ის დაჯილდოებულია მრავალი სიგელითა თუ სერტიფიკატით. 

ამავე სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ლექსო თურქიაშვილი ლიტერატურული კონკურსის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. ლექსო „განათლების საერთაშორისო აკადემიის“ ესეების კონკურსში მონაწილეობდა. 

ახმეტის N2 საჯარო სკოლა ულოცავს მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებებს და მომავალში უფრო მეტ წინსვლას უსურვებს.
 
იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203