რეპეტიტორების თვითპიარის დღეა - დავივიწყეთ აბიტურიენტები, რომლებმაც დაბალი შედეგი აჩვენეს... რა პასუხს ვცემთ სოციალურად შეჭირვებულებს?
02-08-2022
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედგების გამოქვეყნებას სოცალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ყველა ამაყობს უმაღლესი ქულის მქონე აბიტურიენტებით, ინტერნეტსივრცეში უხვად ვრცელდება მათი ფოტოები და ქულები რითაც თავს არა მხოლოდ აპლიკანტები არამედ მათ მასწავლებლებიც იწონებენ, თუმცა ამის პარალელურად სხვა არაერთი გამოწვევაცაა და აღნიშნულთან დაკავშირებით, პოსტი მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრის დირექტორის ყოფილმა მოადგილემ, ილიას უნივერისტეტის პროფესორმა მანანა რატიანმა გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

დღეს რეპეტიტორების თვითპიარის დღეა, დავივიწყეთ სასწავლო დანაკარგები, აბიტურიენტები, რომლებმაც დაბალი შედეგი აჩვენეს, ან უარი თქვეს გამოცდაზე დარეგისტრირებაზეც.

რა თქმა უნდა, ვულოცავ ახალგაზრდებს წარმატებას, დაე, მათი სურვილები ასრულდეს. თუმცა რა გასაკვირია, რომ პრივილეგირებულ ახალგაზრდებს მეტი შესაძლებლობა აქვთ ცხოვრებაში. მაგრამ რას ვაკეთებთ ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობისთვის, რა პასუხს ვცემთ სოციალურად შეჭირვებულებს?
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203