ქულების მიუხედავად, ჩარიცხვისას აბიტურიენტების მონაცემებს არ გაითვალისწინებენ თუ „ნაეკის“ მოთხოვნა არ იქნება შესრულებული
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით აბიტურიენტების სარეგისტრაციო განაცხადი ქულების მიუხედავად შესაძლოა გაუქმდეს და ჩარიცხვისას მათი მონაცემები არ გაითვალისწინონ თუ:
- გამოცდამდე დაწერა განცხადება და მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება _ (განცხადებას თან უნდა დაერთოს აბიტურიენტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი);
- არ აქვს/ვერ მოიპოვა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი/მასთან გათანაბრებული დოკუმენტი; შესაბამის ვადებში არ წარმოადგინა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებულია 2011 წლამდე, ან თუ მის საგამოცდო ბარათზე დატანილია მოთხოვნა ატესტატის ცენტრში წარმოდგენის თაობაზე.
- შესაბამის ვადებში არ წარმოადგინა სრული ზოგადი განათლების ან მისი აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (აბიტურიენტებმა, რომლებმაც სრული ზოგადი განათლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიიღეს;
აბიტურიენტებმა, რომლებსაც აქვთ საქართველოში განხორციელებული საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან და იძლევა განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას);
აბიტურიენტებმა, რომლებმაც სრული ზოგადი განათლება უცხო ქვეყანაში მიიღეს, შესაბამისი განათლების აღიარების დოკუმენტი უნდა წარმოადგინონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 2022 წლის 20 აგვისტოს 18:00 საათამდე.