ბიოლოგიის, ფიზიკის, ქიმიისა და გეოგრაფიის ტესტის ქულები ცნობილია - იხილეთ შეფასების სქემები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრმა ბიოლოგიის, ფიზიკის, ქიმიისა და გეოგრაფიის გამოცდების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა.
საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.
საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.
პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ.
ფიზიკისა და ქიმიის გამოცდების მაქსიმალური ქულებია 63; ბიოლოგიის - 70, ხოლო გეოგრაფიის 59.
აბიტურიენტებს ეს საგნები ჩაბარებულად ჩაეთვლებათ, თუ გადალახეს კონკრეტული საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტი (ფიზიკა - 16 ქულა; ქიმია -16 ქულა; ბიოლოგია - 18 ქულა; გეოგრაფია - 15 ქულა).
სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. განაცხადები მიიღება ელექტრონულად ვებგვერდზე: online.naec.ge