ზედა ბზვანის საჯარო სკოლაში აქტიური და წარმატებული მოსწავლეები სწავლობენ
29-03-2018

ზედა ბზვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებასა თუ კონკურსში აქტიურად არიან ჩართულეები. 

ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში სკოლის ეკო კლუბი „აისი“ ნახევარფინალში გავიდა. 

დასუფთავების დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა სოფელში მდებარე სიმონწმინდის ეკლესიის ტერიტორია დაასუფთავეს. 

გაზაფხულის მოსვლას მოსწავლეები საკმაოდ ორიგინალურად შეხვდნენ. მათ სკოლის ეზოში რამდენიმე ხილის ხე დარგეს. 

ველური ბუნების მსოფლიო დღეს ეკო კლუბმა „აისი“ აფრიკული და სამხრეთ ამერიკული ბუნების პრეზენტაცია მოაწყო. 

მოსწავლეებმა ნახეს დოკუმენტური ფილმი და მაყურებლებს მოუყვნენ მოზამბიკის, ტასმანიის და ამაზონის ველურ ბუნებაზე, მასში გავრცელებულ ძუძუმწოვრებსა და ფრინველებზე. 

ზედა ბზვანის საჯარო სკოლა მსგავსი აქტივობების განხორციელებას მომავალშიც გეგმავს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203