ყვარლის N1 საჯარო სკოლამ ორიგინალური გასვლითი ღონისძიება ჩაატარა
29-03-2018
ილია ჭავჭავაძის სახელობის ყვარლის N1 საჯარო სკოლის IV-VIII  კლასებში ჩატარდა გასვლითი ღონისძიება. 

ღონისძიებას მასწავლებელი ნანა სეფაშვილი ხელმძღვანელობდა.  

გაზაფხულის მოსვლასთან დაკავშირებით მოსწავლეებმა ჩიტის ბუდეები დაამზადეს და სკოლის ეზოში ხეებზე გაანაწილეს.  

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ სკოლის სსმ (სპეციალური საჭიროების მქონე) მოსწავლეები.  

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203