დაბა წაღვერის საჯარო სკოლაში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
29-03-2018
დაბა წაღვერის საჯარო სკოლის მე-10 კლასში საბუნებისმეტყველო ლაბორატორიაში ბიოლოგიასა და ფიზიკაში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა.  

გაკვეთილის თემა იყო თვალის ანატომია და მხედველობის კორექცია.

სასწავლო პროცესს ბიოლოგიის პედაგოგი ირინა ხელისუფალი და ფიზიკის მასწავლებელი კონსტანტინე ხეთაგური უძღვებოდნენ.  

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული, მოსწავლეები მონდომებით ასრულებდნენ მიცემულ დავალებებს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203