თერჯოლის N1 საჯარო სკოლის გოგონებმა ლიდერული ჩვევები განივითარეს
29-03-2018
თერჯოლის N1 საჯარო სკოლაში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,Helping hand" - ისა და საერთაშორისო ორგანიზაცია ,,World connect" -ის ერთობლივი პროექტის - ,,პოლიტიკოსების სკოლა გოგონებისთვის“ ფარგლებში ტრენინგი გაიმართა. 

ტრენინგი თერჯოლის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა თიკო ქარქაშაძემ  ჩაატარა. სწავლების  თემა იყო - „ქალების პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობა, ჩართულობა, გენდერული საკითხები და ფემინიზმი“. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სესიის მიზანი იყო გოგონების გაძლიერება, ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარება და პროფესიული წინსვლა. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203