„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, დაწესებულებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებას, ვალდებულნი არიან გაიარონ პირველადი რეგისტრაცია რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში.
რეგისტრაციის გავლის ვალდებულება წარმოექმნება ყველა იმ საჯარო და კერძო დაწესებულებას, რომელიც 2022 წლის 1 ივლისამდე აღნიშნული მიმართულებით ახორციელებდა საქმიანობას.
რეგისტრაციის გავლა მნიშვნელოვანია, რადგან 2023 წლიდან ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით საქმიანობის განხორციელების უფლება ექნებათ მხოლოდ რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებულ დაწესებულებებს.
რეგისტრაციის პროცესი 2022 წლის 1 ივლისს დაიწყო და დასრულდება 2022 წლის 31 დეკემბერს.
რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირების ვიდეო ინსტრუქცია
დაწესებულებების პირველადი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის მოხმარების ინსტრუქცია