თბილისის N23 საჯარო სკოლაში „ფრანკოფონია 2018“-ის დახურვის ცერემონიალი გაიმართა
30-03-2018
ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის N23 საჯარო სკოლაში „ფრანკოფონია 2018“ დახურვის ცერემონიალი გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე, შვეიცარიის ელჩი ლუკას ბეგლინგერი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი ჯან ივ ლავუარი, საკონსულო მრჩეველი ლუსინე ბარდონი, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეული ფრანგული ენის მასწავლებლები და წარმატებული მოსწავლეები ესწრებოდნენ.

ცერემონიალი ფრანგული ენის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოვებით დასრულდა.

გამარჯვებულთა შორის არის თბილისის N23 სკოლის ფრანგული ენის მასწავლებელი ნათელა გელაშვილი, რომელიც ორკვირიან სტაჟირებას საფრანგეთში გაივლის. 

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, საფრანგეთის საელჩო, შვეიცარიის კონფედერაციის საელჩო, კანადის საელჩო და რუმინეთის საელჩო, მარტის თვის განმავლობაში ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის დღესასწაულს საქართველოს სასკოლო და საუნივერისტეტო დაწესებულებთან ერთად აღნიშნავენ.

ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე მთელ მსოფლიოში 20 მარტს აღინიშნება და საქართველოც, როგორც ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელი წევრი, უერთდება აღნიშნულ დღესასწაულს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203