ყვარლის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები სხვადასხვა აქტივობაში აქტიურად არიან ჩართულნი
30-03-2018

ილია ჭავჭავაძის სახელობის ყვარლის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები აქტიურად არიან ჩართულნი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თუ სხვა ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ აქტივობებში.

ევროკავშირის პროექტის ფარგლებში „ბრძოლა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ საქართველოში“ ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი თემაზე „თანასწორობა და დისკრიმინაციის აღმოფხვრა“. 

აღნიშნულ ტრენინგს ესწრებოდნენ ყვარლის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების, ბიოლოგიისა და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები. 

ტრენინგის შემდეგ მონაწილეები სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სერტიფიკატებით დააჯილდოვა. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203