შრი-ლანკაში მასწავლებელთა პროფკავშირების მდივანი, იოსებ სტალინი საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო დააკავეს.
როგორც the Guardian იტყობინება, მასწავლებელთა პროფკავშირების ხელმძღვანელი სამართალდამცავებს ეკამათებოდა და აცხადებდა, რომ პროტესტის გამოხატვის უფლება მისი დემოკრატიული უფლებაა. თუმცა ამის მიუხედავად, მაინც გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში.
ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ შრი-ლანკელი იოსებ სტალინი დემოკრატიისთვის იბრძვის და სხვათა შორის, ერთ-ერთი პირველი გახლდათ, ვინც ხელისუფლებას მასწავლებლებისთვის ხელფასების მომატება მოსთხოვა და ვადებიც დაუწესა.