მოიმატებს თუ არა ბაღებში ხელფასები სექტემბრიდან- მერიის განმარტება
05-08-2022

ბოლო პერიოდში, პედაგოგიურ წრეებში საკმაოდ გააქტიურდა ბაღების პერსონალის ანაზღაურების საკითხი და აღმზრდელები იმასაც ამბობენ, რომ მათი ხელფასი სკოლის პედაგოგთა ანაზღაურებას უნდა გაუთანაბრდეს, თუმცა ჯერჯერობით ეს მხოლოდ სურვილია.

სამაგიეროდ, პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საჯარო მოხელეთა ხელფასი კიდევ 10 პროცენტით უნდა გაიზარდოს, ბაღის პერსონალს კი ეს სტატუსი არ გააჩნია, თუმცა საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, etaloni.ge-მ თბილისის მერიას მიმართა, რათა გაგვერკვია, აპირებენ თუ არა თბილისის ბაღების თანამშრომლებისთვის ხელფასების მომატებას.

როგორც ოფიციალურ უწყებაში განგვიმარტეს, ჯერჯერობით შესაბამისი ბრძანება არ არსეობს და აქედან გამომდინარე, ეს საკითხი გაურკვეველია. როგორც კი ბრძანება იქნება, თბილისის ბაღების თანამშრომლებს ხელფასები აუცილებლად მოემატებათ.

იხილეთ ასევე:

ხელფასები ყოველწლიურად 10%-ით გაიზრდება - ეხება თუ არა სკოლისა და ბაღი მასწავლებლებს პრემიერის გადაწყვეტილება

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203