ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლა მედია-პროექტ ''ეტალონის'' ახალ პროექტში ჩაერთო
02-11-2016
ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლა მედია-პროექტ ''ეტალონის'' ახალ პროექტში ჩაერთო. 

სკოლის პედაგოგიური კოლექტივი მიესალმება ''ეტალონის'' ახალ წამოწყებას. 
  
"გუნდური მუშაობა და მოსწავლეთა აქტივობა ხელს შეუწყობს მოსწავლეთა შინაგანი მოტივაციის, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის, დროის ლიმიტის დაცვის უნარების ზრდას. მიღებული გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში  გამოყენებას. მოსწავლეები ეჩვევიან დამოუკიდებელ და ერთობლივ მუშაობას, აზროვნებას, მეტყველებას, მოქმედებენ უფრო აქტიურად და ლაღად.   
პედაგოგების შეთანხმებით, გადავწყვიტეთ სკოლის სიახლეები, ახალი ამბები, მოსწავლეთა აქტივობები და სხვა ღონისძიებების შესახებ მოვახდინოთ ინფორმაციის მიწოდება დადგენილი წესების დაცვით. დავგეგმოთ და სისტემატიურად მოვაწყოთ აქტივობები და ღონისძიებები საგნობრივი ჯგუფების მიხედვით."  
 
ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ, გადაწყვიტა პირველი ღონისძიება რუსთაველის იუბილეს მიეძღვნას. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203