გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინიციატივით იასამნის ხეივანი გაშენდება
30-03-2018
გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში ჩატარდა შიდა სასკოლო, საგაზაფხულო ღონისძიება სახელწოდებით „იასამანი ჩვენს ეზოში“. 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ VII-VIII-IX კლასის მოსწავლეები. 

ღონისძიების პირველ ნაწილში მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ჩანახატები, შეასრულეს სიმღერები, ცეკვები, წარმოადგინეს ინსცენირება სახელწოდებით „სიყვარული უკვდავებაა“.

სკოლის წარმომადგენელის თქმით, მოსწავლეთა უმრავლესობამ შეძლო საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენა. 

ღონისძიების მეორე ნაწილში მოსწავლეთა ინიციატივით, მშობლებმა და კლასის ხელმძღვანელმა ნათია ყაჭეიშვილმა სკოლის ეზოში მდებარე დედაენის ბაღში იასამნის ნერგები დარგეს. 

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა სახვითი ხელოვნების პედაგოგი ნათია ჯაჭეიშვილი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203