ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თავიანთი სკოლა ღირსეულად წარმოაჩინეს
30-03-2018
ვახტანგისის N2 საჯარო სკოლა „მშვიდობის თასის“ მინი-ფეხბურთის ტურნირში მონაწილეობდა. 

სპორტის მასწავლებლის, დავით ჯაფარიძის თქმით, მოსწავლეებმა ღირსეულად წარმოაჩინეს სკოლა. ისინი თავდაუზოგავად შრომობდნენ, რამაც შესაბამისი წარმატებაც მოუტანა გუნდს. 

მოსწავლეები სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. 

ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალი „მშვიდობის თასი“ წელს უკვე მეექვსედ ჩატარდა.

ტურნირში საქართველოში არსებული საფეხბურთო სკოლები მონაწილეობენ. 

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203