კიროვაკანის საჯარო სკოლაში ხალისიანი და საინტერესო აქტივობები გრძელდება
30-03-2018
კიროვაკანის საჯარო სკოლაში ხალისიანი და საინტერესო აქტივობები გრძელდება.

ამჯერად სკოლის აღსაზრდელებმა ღონისძიების თემად ,,საქართველო და მისი  კუთხეები“ აირჩიეს და ერთამანეთს საქართველოს მხარეების შესახებ ინფორმაცია გაუცვალეს.

ღონისძიება „ქართული  ენის“ კლუბის  ფარგლებში ჩატარდა. მოზარდები შეჯიბრს შემოქმედებითად მიუდგნენ - გვირილები დახატეს და მასში საქართველოს სხვადასხვა კუთხის შესახებ სასურველი ინფორმაცა ჩაწერეს. შემდეგ კი მონაცვლეობით თითოეული  ჯგუფის „გვირილა“ თავისსავე გუნდთან დაბრუნდა.  

სკოლის წარმომადგენლის მაია ვახტანგიშვილის თქმით, მოსწავლეებმა სხარტი აზროვნება და ძიების უნარი გამოავლინეს, თითოეულ ინფორმაციას მიაწერეს შესაბამისი რეგიონის სახელი, რესურსად კი წინასწარ ამობეჭდილი ინფორმაციები გამოიყენეს. 
 
გამოვლინდა გამარჯვებული  გუნდი, რომელსაც წინასწარ მომზადებული სიმბოლური საჩუქარი გადაეცა. 

„ყველას  ძალიან  მოგვეწონა დღევანდელი დღე, ხალისიანმა და საინტერესო აქტივობამ შედეგი  ნამდვილად გამოიღო. ჩვენმა ასევე ხალიასინმა და საყვარელმა მოსწავლეებმა საქართველოს შესახებ უფრო მეტი გაიგეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203