ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები გამწვანების აქციას პასუხისმგებლობით მოეკიდნენ
30-03-2018
ვახტანგისის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ სკოლის ეზოს გალამაზება-გამწვანების აქციაში. 

იდეის ორგანიზატორი დირექტორის მოადგილე ირმა კიკნაძე იყო. 

მოსწავლეებმა სკოლაში სხვადასხვა ჯიშის ნერგი დარგეს. 

ირმა კიკნაძის განმარტებით, აღნიშნული აქტივობა ბავშვებს უნერგავს ბუნების სიყვარულს და უყალიბებს პასუხისმგებლობის გრძნობას გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.  

მოსწავლეები შესასრულებელ საქმეს დიდი მონდომებით და პასუხისმგებლობით მოეკიდნენ. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203