საგამოცდო ნაშრომების გასაჩივრების ვადა დღეს - 10 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აპლიკანტებს აფრთხილებს. თუმცა აქვე გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორი - არის შემთხვევა, როდესაც განაცხადი შეცდომით იგზავნება, ან საგნისა თუ დავალების შეცვლა-დამატებაა საჭირო.
რა უნდა მოიმოქმედოს აპლიკანტმა ასეთ დროს? - კითხვას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პასუხობს:
„იმ შემთხვევაში თუ განაცხადი უკვე გაგზავნილი გაქვთ და გსურთ დაამატოთ დავალება, ან სხვა საგანი, ასეთ დროს უნდა გააუქმოთ გაგზავნილი განაცხადი, წერილობით. ამისთვის უნდა მიმართოთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს - მისამართზე - მინდელის ქ. N9, რეგიონებში კი რესურსცენტრებს; გაუქმების შემდეგ ხელახლა მოგეცემათ უფლება, გააკეთოთ სააპელაციო განაცხადი აპელაციისთვის დადგენილ ვადებში“,
ცენტრი აბიტურიენტებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეების საყურადღებოდ ინფორმააციას ავრცელებს:
შეგახსენებთ, რომ დღეს, 18:00 საათზე სრულდება სააპელაციო განაცხადების მიღება ელექტრონულად ვებგვერდზე: https://online.naec.ge
დეტალური ინფორმაცია ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეებისათვის: https://naec.ge/#/ge/post/2752
დეტალური ინფორმაცია სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეებისათვის: https://naec.ge/#/ge/post/2751
იხილეთ ასევე: