შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სხვადასხვა კატეგორიის აპლიკანტებისთვის ტესტებიცა და შედეგებიც გამოაქვეყნა, თუმცა მათ შორის არ არიან მასწავლებლები.
პედაგოგები შედეგების გამოცხადებას მოუთმენლად ელიან და არსებობდა მოლოდინი, რომ დეტალები 10 აგვისტოდან გახდებოდა ცნობილი.
ახლა კი ირკვევა, რომ მიმდინარე თვის შუა რიცხვებიდან გამოქვეყნდება მასწავლებელთა გამოცდის შედეგები, ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განაცხადეს:
„მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოცხადება საგნების მიხედვით, აგვისტოს შუა რიცხვებიდან იგეგმება“.