„გაზაფხულის სილამაზის აღქმა“ - უდის N1 საჯარო სკოლის საინტერესო ღონისძიება
30-03-2018

უდის N1 საჯარო სკოლის II კლასმა გამართა ღონისძიება სახელწოდებით „გაზაფხულის სილამაზის აღქმა“.  

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ნახატების გამოფენა, რომელიც შემდეგ ჟიურის წევრებს წარუდგინეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიების მიზანი იყო ბავშვებს გაეცნოთ წელიწადის დროების ცვლილება, წარმოდგენა შეექმნათ შრომაზე, ქალის, დედის როლსა და მნიშვნელობაზე. 

პროექტმა ხელი შეუწყო შემოქმედებითი, პრეზენტაციისა და მსჯელობის უნარების განვითარებას. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203