კერძო სკოლა „ორნატის“ მოსწავლეებმა მოგზაურობა დაიწყეს
30-03-2018
ზესტაფონის კერძო სკოლა „ორნატის“ დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა რაიონის ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად მოგზაურობა დაიწყეს. I ტური უშანგი ჩხეიძის სახლ-მუზეუმში შედგა. სკოლის აღსაზრდელები დიდი მსახიობის ბავშვობასა და შემოქმედებას გაეცნენ.
მოზარდები, მასწავლებლებთან ერთად ასევე სამხატვრო გალერეას სტუმრობდნენ, სადაც თანატოლების პერსონალური გამოფენები დაათვალიერეს.