გამოცხადებული კონკურსის დეტალები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ლია გიგაურმა განიხილეს.
ლია გიგაურმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს მადლობა გადაუხადა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებისა და მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის. სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა სახელმწიფოს სამშვიდობო პოლიტიკაზე და შერიგებისა და ჩართულობის სტრატეგიის განხორციელების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის წახალისების მნიშვნელობაზე. გიგაურმა დეტალურად განმარტა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით დაწესებული კონკურსის მიზნები და ამოცანები.
კონკურსი სახელწოდებით „მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ პირველად 2021 წლის 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩატარდა და მას შემდეგ ყოველწლიურად ცხადდება.
კონკურსში შესაძლებელია 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდის, ახალგაზრდების ჯგუფის ან ახალგაზრდული ორგანიზაციის ნომინირება. ნომინაციაზე კანდიდატების წარდგენა შეუძლია: სახელმწიფო უწყებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, ექსპერტებს ან ექსპერტთა ჯგუფს, არანაკლებ სამი ადამიანისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს.
წარდგენილი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
კონკურსის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვის პროცესში განხორციელებულ აქტივობებს ან/და გამოჩენილ ინიციატივებს, ასევე, მშვიდობის მშენებლობის მიზნით, სამოქალაქო აქტივობებში ჩართულობას.
განცხადებები მიიღება 2022 წლის 19 აგვისტოს ჩათვლით სახელმწიფო მინისტრის აპარატის ელექტრონულ მისამართზე : info@smr.gov.ge
განაცხადში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული:
წარდგენილი კანდიდატი/კანდიდატთა ჯგუფი წინასწარ უნდა იყოს ინფორმირებული კონკურსში ნომინირების შესახებ და უნდა იყოს თანახმა მისი კანდიდატურის განხილვაზე.
გამარჯვებული კანდიდატ(ებ)ის შერჩევა მოხდება „მშვიდობის ჯილდოს ახალგაზრდებისთვის“ გადაცემის მიზნით შექმნილი საკონკურსო კომისიის მიერ.
გამარჯვებული კანდიდატ(ებ)ის გამოცხადება და დაჯილდოება მოხდება მშვიდობის საერთაშორისო დღეს, 2022 წლის 21 სექტემბერს. კონკურსის შედეგად გამოვლინდება მხოლოდ ერთი გამარჯვებული ახალგაზრდა პირი, ახალგაზრდების ჯგუფი ან ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელსაც გადაეცემა სიგელი და ფულადი ჯილდო 3000 ლარის ოდენობით.