ზოგადი განათლების შესახებ კანონში განსაზღვრულია, რომ საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება. თუ 15 სექტემბერი დასვენების დღეს ან უქმე დღეს ემთხვევა, სწავლა მის მომდევნო პირველ სამუშაო დღეს დაიწყება.
მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ყველა ან კონკრეტული სკოლისთვის შეიძლება განისაზღვროს სასწავლო წლის დაწყებისთვის განსხვავებული თარიღი.
ა) ამ კანონის შესაბამისად საჯარო სკოლაში პილოტირების განხორციელებისას;
ბ) „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საგანგებო სიტუაციის არსებობისას, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას;
გ) კერძო სკოლის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.
2022-2023 სასწავლო წლის კალენდარი ცნობილია