დავით ელიზბარაშვილის სახელობის შილდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსში წარმატებებს აღწევენ.
IX-X კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ყვარლის ახალგაზრდული ასოციაციის მიერ გამოცხადებულ კონკურსში „არა ძალადობას“.
IX კლასის მოსწავლე გიორგი შაშიაშვილმა დაიკავა II საპრიზო ადგილი, ხოლო X კლასის მოსწავლეებმა ანრი მიჩილაშვილმა და თამარ ნებაძემ III ადგილები.
სკოლის IV კლასის მოსწავლე დალი აღნიაშვილი მონაწილეობდა და გაიმარჯვა ქართული ფულის ხატვის კონკურსში - „ეროვნული ბანკის მომავალი პრეზიდენტი“.
შილდის N1 საჯარო სკოლა ულოცავს მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებებს.
იხილეთ ფოტოები