აბიტურიენტების სააპელაციო განაცხადების მიღება დასრულდა და ახლა ყველა ელის საბოლოო შედეგებს. გათანაბრებული ქულები, რთული ვარიანტების აღიარება და რა თქმა უნდა, სასურველი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტობა - დღეს ერთ-ერთი ცხელი თემაა.
თუმცა, საქმე ის გახლავთ, რომ არის ნამუშევრები, რომელთაც სკალირება არანაირად არ შეეხება.
თუ აბიტურიენტმა, ქულების გათანაბრების შემდეგ, მინიმალური ბარიერი ვერ გადალახა, სკალირება არ ეხება - ასეთია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარატება.
ცნობისთვის, სკალირება აბიტურიენტებისათვის თანაბარი საკონკურსო პირობების შესაქმნელად გამოიყენება. სკალირება ხდება სპეციალური პროგრამის გამოთვლის საშუალებით, ის უნივერსალური მეცნიერული მეთოდია და აბიტურიენტების მიერ მიღებული შედეგების საერთო სტანდარტულ სკალაზე განთავსების საშუალებას იძლევა. სკალირება ტესტის სხვადასხვა ვარიანტში მიღებული ქულების ერთმანეთთან შედარების საშუალებას გვაძლევს